ფეხბურთი

2:19 | 18.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინმა "ტოტენჰემის" ბოსებს კლუბის დატოვების სურვილი ამცნო

ჰარი კეინს ლონდონის „ტოტენჰემის“ დატოვება სურს და ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა კიდეც. როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, ინგლისელ შემტევს კარიერის ახალ ეტაპზე გადასვლა სურს.

27 წლის კეინის მომავალს ამ დროისთვის ყველაზე აქტიურად, „მანჩესტერ იუნაიტედს“, „მანჩესტერ სიტისა“ და ლონდონის „ჩელსის“ უკავშირებენ. ჰარის ლონდონელებთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და ცხადია, მას სასურველი წინადადების გარეშე ადვილად არ შეელევიან.

კეინი „ტოტენჰემის“ აკადემიაში 2004 წელს გამოჩნდა და 2013 წლიდან მთავარ გუნდში დამკვიდრება მოახერხა. მან ამ პერიოდში 334 შეხვედრაში მეტოქეთა კარში 220 გოლის გატანა მოახერხა.

0.115234