ფეხბურთი

0:48 | 17.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ვოლფსბურგმა" ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა

გერმანიის გუნდესლიგაში ბოლო ტურის წინ ჩემპიონთა ლიგის ზონაში ყველაფერი გაირკვა. „ბაიერნის“, „ლაიფციგისა“ და „დორტმუნდის“ შემდეგ ოთხეულში ადგილი „ვოლფსბურგმა“ დაიბევა.

„მგლები“ სტუმრად „ლაიფციგს“ დაუპირისპირდნენ და პირველი ტაიმის მერე მაქსიმილიან ფილიპის დუბლით 2:0 დაწინაურდნენ. მართალია, მეორე ნახევარში „ლაიფციგმა“ ჯასტინ კლუივერტისა და მარსელ ზაბიცერის გოლით გაათანაბრა, მაგრამ ფრეც საკმარისი გამოდგა, რომ „მგლები“ ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებულიყვნენ.

„ვოლფსბურგს“ 61 ქულა აქვს და მესამე-მეოთხე ადგილებს „დორტმუნდთან“ ერთად იყოფს, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ არ აქვს, რადგან ჩემპიონთა ლიგის საგზური ორივე გუნდს ჯიბეში უდევს. „აინტრახტი“ კი 57 ქულით მეხუთე პოზიციაზეა და თამაშგარეშე აღმოჩნდა, ყველაფერი თავის თავს უნდა დააბრალოს, რადგან ბილო ტურებში ქულები გაანიავა და მათ შორის, 33-ე ტურში გავარდნილ „შალკესთან“ 2:4 დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114682