სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

0:23 | 17.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკო" ლუის სუარესმა გადაარჩინა, "ბარსელონამ" შანსი დაკარგა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ესპანეთის ლა ლიგაში ბოლო ტურის წინ ჩემპიონობისთვის მადრიდის „ატლეტიკო“ და „რეალი“ იბრძვიან, „ბარსელონა“ კი ბრძოლას გამოეთიშა.

რონალდ კუმანის გუნდი შინ ვიგოს „სელტას“ დაუხვდა და გამარჯვებაც არ იქნებოდა საკმარისი ჩემპიონობის შანსის შესანარჩუნებლად, მაგრამ საერთოდ დამარცხდა. ანგარიში ლიონელ მესიმ გახსნა, მაგრამ მერე სანტი მინას ჯერი დადგა, ესპანელმა შემტევმა დუბლი შეასრულა და ვიგოელებმა „კამპ ნოუზე“ მათთვის ფასეული გამარჯვება მოიპოვეს. „ბარსელონა“ კი არათუ ჩემპიონობისთვის ვეღარ იბრძვის, მეორე ადგილის შანსიც დაკარგა.

მადრიდის „რეალმა“ ბილბაოში, „ატლეტიკი“ ნაჩო ფერნანდესის მეორე ტაიმში გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხა და ზინედინ ზიდანის გუნდი ბრძოლაშია, რადგან „ატლეტიკოს“ ისევ ორი ქულით ჩამორჩება და ჯერ უშანსოდ ნამდვილად არაა. ეგ კი არა, რომ არა დიეგო სიმეონეს გუნდი გმირობა მატჩის ბოლოს, ახლა ბოლო ტურის წინ „რეალი“ იქნებოდა ლიდერი.

„ატლეტიკო“ შინ „ოსასუნას“ 76-ე წუთამდე ვერ უგებდა, მერე ანტე ბუდიმირისგან გოლი გაუშვა და აუცილებლად მოსაგებ თამაშს აგებდა. თუმცა, 82-ე და 88-ე წუთებზე „როხიბლანკომ“ პამპლონელთა კარში ორჯერ გაიტანა. ჯერ რენან ლოდიმ გაათანაბრა, ხოლო მერე ლუის სუარესი გახდა მატჩის გმირი, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა და დიეგო სიმეონეს გუნდი ლიდერის პოზიციაზე დატოვა.

ბოლო ტურში „რეალი“ „ვილიარეალს“, „ატლეტიკო“ „ვალიადოლიდს“ ხვდება. საკითხი სიმეონეს გუნდისთვის მარტივად დგას - უნდა მოიგოს და ჩემპიონი გახდება, მაგრამ თუ ვერ მოიგებს (თუნდაც ფრის შემთხვევაში) და „რეალი“ იმარჯვებს, ჩემპიონის ტიტულს ზინედინ ზიდანის გუნდი დაეუფლება.

„ბარსელონა“ – „სელტა“ 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 მესი (20), 1:1 სანტი მინა (38), 1:2 სანტი მინა (89)

„ბილბაო“ – „რეალი“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 ნაჩო (68)

„ატლეტიკო“ – „ოსასუნა“ 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 ბუდიმირი (76), 1:1 რენან ლოდი (82), 2:1 სუარესი (88)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.109409
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X