ფეხბურთი

22:22 | 16.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა

გერმანიის ბუნდესლიგის 33-ე ტურში „დორტმუნდი“ სტუმრად „მაინცს“ დაუპირისპირდა და ადვილად, 3:1 დაამარცხა, რის შედეგადაც, „ყვითლები“ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ.

არადა, რამდენიმე ტურის წინ ეს წარმოუდგენელი იყო, რადგან „აინტრახტს“ 7-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ბოლო ტურებში ფრანკფურტელებმა პრაქტიკულად ყველასთან წააგეს, „ბორუსია“ კი ქულებს არ კარგავს.

„დორტმუნდმა“ ამჯერადაც იოლად მოიგო, რაფაელ გერეიროს, მარკო როისისა და იულიან ბრანდტის გოლებით და რობინ ქუაისონის გოლი მხოლოდ პრესტიჟისა იყო - 1:3.

„დორტმუნს“ სეზონის დასრულებამდე ტურით ადრე 61 ქულა აქვს და ჩემპიონთა ლიგის საგზური ოფიციალურად მოიპოვა.

0.159953