ფეხბურთი

21:32 | 16.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილის გოლი და საგოლე პასი ვენის "რაპიდთან"

ავსტრიის ბუნდესლიგის 31-ე ტურში გრაცის „შტურმის“ ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა. ქართველი ფეხბურთელის ლიდერობით გრაცელებმა ვენის „რაპიდი“ 4:1 დაამარცხა.

არადა, პირველი ტაიმი ვენელებმა სტუმრებმა მოიგეს, მაგრამ მეორე ნახევარში მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და იმარჯვეს. ანგარიში კიტეიშვილმა მე-60 წუთზე გაათანაბრა, ხოლო 79-ე წუთზე კი ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე პასიც მიითვალა - გოლი ანდრეას კუენმა გაიტანა და იმ დროისთვის ანგარიში 3:1 გახადა.

კიტეიშვილს შედეგიანი სეზონი აქვს და 25 მატჩში მეშვიდე გოლი და მეოთხე საგოლე პასი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ 7 გოლი ერთ სეზონში მას მერე, რაც „შტურმშია“, არ ჰქონდა გატანილი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნამდვილად საუკეთესო სეზონი აქვს.

გრაცის „შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგაში მეორე-მესამე ადგილებს „რაპიდთან“ ერთად იყოფს და ევროპა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის, მომდევნო ტურში კი ლუკა ლოჩოშვილისა და გურამ გიორბელიძის „ვოლფსბერგერს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113858