ფეხბურთი

10:27 | 16.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქვილითაიამ და ოქრიაშვილმა თავიანთ მომავალზე ისაუბრეს

ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ კვიპროსის თასის ფინალში დამატებით დროში ნიქოზიის „ოლიმპიაკოსი“ გიორგი ქვილითაიას გამარჯვების გოლით 2:1 დაამარცხა და 13-წლიანი პაუზის შემდეგ ტიტული მოიპოვა.

მატჩის გმირმა, ქვილითაიამ თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან ემოციური გამარჯვება იყო.

„არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა. ეს გულშემატკივარი ამას იმსახურებს. ისინი მთელი დღის განმავლობაში ემზადებოდნენ თამაშისთვის, ჩვენ ემოციებით ვიყავით სავსე და ამ ემოციების გამო მთელი ღამე არ მეძინა. ყველაფერი მივეცით და ტიტული მოვიგეთ. ძალიან ბედნიერები ვართ.

ჩემთვის რთული პერიოდი იყო, რადგან ბოლო კვირების განმავლობაში ცუდი თამაშები მქონდა. ახლა ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ, ეს მნიშვნელოვანია და არ მაინტერესებს ვიყავი თუ არა საუკეთესო. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ხალხი ბედნიერია. მომავალი? „გენტთან“ ერთწლიანი კონტრაქტი მაქვს და არ ვიცი, რა მოხდება. ახლა მინდა, ამ გამარჯვებით ვისიამოვნო“, - თქვა ქვილითაიამ.

შეგახსენებთ, გიორგი ქვილითაიამ „ანორთოსისის“ მაისურით 36 მატჩში 16 გოლის გატანა მოახერხა. ქართველი ფორვარდი „გენტის“ საკუთრებაა და უცნობია, სად ითამაშებს მომდევნო სეზონში.

მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი თორნიკე ოქრიაშვილმაც გააკეთა და თქვა, რომ მისი „ანორთოსისში“ დარჩენის საკითხი ღიაა: „ბედნიერი ვარ, ეს გამარჯვება ფანებს, მწვრთნელს, სტაფს, ყველას ეძღვნება. დავრჩები თუ არა „ანორთოსისში“? ამის შანსი 50-50%-ზეა“, - აღნიშნა თორნიკემ, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116467