ფეხბურთი

20:51 | 15.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალაბამ მშობლიური კლუბი გაკოტრებას გადაარჩინა

მიუნხენის „ბაიერნისა“ და ავსტრიის ნაკრების მცველმა, დავიდ ალაბამ, ვენის „აუსტრიას“ სოლიდური თანხა გადაურიცხა - გვამცნობს Kurier.

ის კლუბის აქციების ორი პროცენტის მფლობელი გახდა. ჯამში 500 ათასი ევრო გადაიხადა. „აუსტრია“ ამჟამად გაკოტრების პირასაა და ვარაუდობენ, რომ ეს დაფინანსება კლუბს ახალი სპონსორების მოძიებაში დაეხმარება.

2002-09 წლებში ალაბა „აუსტრიის“ ახალგაზდულ გუნდებში თამაშობდა, საიდანაც 2009-ში „ბაიერნში“ გადავიდა.

0.114296