ფეხბურთი

18:40 | 14.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

The Sun: აბრამოვიჩი ჰოლანდისა და ლუკაკუს ტრანსფერებისთვის 175 მილიონ ევროს გამოყოფს

ლონდონის „ჩელსის“ მფლობელი რომან არაბამოვიჩი ზაფხულის სატრანფერო პერიოდში ტომას ტუხელისთვის შემადგენლობის და განსაკუთრებით შეტევის გაძლიერებას აპირებს.

როგორც The Sun-ი იტყობინება, აბრამოვიჩი მზადაა ერლინგ ჰოლანდისა და რომელუ ლუკაკუს ტრანსფერებისთვის 150 გირვანქა სტერლინგი (175 მილიონი ევრო) გამოყოს. ბელგიელისა და ნორვეგიელის დამატება აბრამოვიჩის პირველი მიზანი იქნება, მაგრამ ალტერნატივად ის „ტოტენჰემის“ ფორვარდ ჰარი კეინსაც განიხილავს.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ „ჩელსის“ ზაფხულში ტამი აბრაჰამი და ოლივიე ჟირუ დატოვებენ და ტუხელის განკარგულებაში ფორვარდებიდან მხოლოდ ტიმო ვერნერი რჩება, რომელმაც 48 მატჩში 12 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ლუკაკუ ლონდონის "ჩელსიში" ადრეც თამაშობდა, მაგრამ ფეხი ვერ მოიკიდა და თავისი შესაძლებლობები ახლა უკვე "ინტერის" ბომბარდირმა ლივერპულის "ევერტონში" უკეთ წარმოაჩინა.

აქვე გეტყვით, რომ გასულ ზაფხულს აბრამოვიჩმა ტრანსფერებში 253 მილიონი გირვანქა სტერლინგის ინვესტიცია განახორციელა და მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშია გასული, მაგრამ როგორც ჩანს, დამდეგ სატრანსფერო პერიოდშიც აპირებს გუნდის გასაძლიერებლად ფინანსები არ დაიშუროს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115249