ფეხბურთი

0:50 | 14.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" გერმანიის თასი მეხუთედ მოიგო

გერმანიის თასი დორტმუნდის „ბორუსიამ“ მოიგო, იულიან ნაგელსმანი კი „ლაიფციგიდან“ ტიტულით ვერ წავიდა. ფინალს ტრადიციულად ბერლინმა უმასპინძლა და „ყვითლების“ უპირატესობა ძალიან დიდი იყო.

მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. ჯეიდონ სანჩომ დუბლი შეასრულა, ერთხელ კი ერლინგ ჰოლანდმა გაიტანა და აშკარა იყო, რომ „ლაიფციგი“ სიტუაციას ვერ გამოასწრებდა.

ვერც გამოასწორა, მიუხედავად იმისა, რომ დანი ოლმომ ერთი ბურთი გაქვითა, მატჩის ბოლოს სანჩოს დუბლს ჰოლანდმაც დუბლი დაუმატა და - 1:4 ედინ ტერზიჩის გუნდის სასარგებლოდ.

„დორტმუნდმა“ გერმანიის თასი ისტორიაში მეხუთედ მოიგო - 1965, 1989, 2012, 2017 და ახლა უკვე 2021 წლებში.

„ლაიფციგი“ – „დორტმუნდი“ 1:4 (0:3)

გოლები: 0:1 სანჩო (5), 0:2 ჰოლანდი (28), 0:3 სანჩო (45), 1:3 დანი ოლმო (71), 1:4 ჰოლანდი (88)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128717