სხვა

16:57 | 13.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარიამ ქერდიკაშვილს ტოკიოს საგზურისთვის 0,36 წამი დააკლდა, მაგრამ კიდევ ერთი შანსი ექნება

უნგრეთის ჟეგედში მიმდინარე კანოეისტთა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზე გამარჯვებამდე და ოლიმპიურ საგზურამდე ნაბიჯი დააკლდა მარიამ ქერდიკაშვილს.

მარიამმა თავის ჯგუფში საკვალიფიკაციო რბოლა 50,97 წამით მოიგო და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა (ფინალში თითოეული ჯგუფიდან სამი საუკეთესო გადიოდა), გადამწყვეტ ასპარეზობაში კი მეორე ადგილი დაიკავა - ლიცენზიამდე 0,36 წამი დააკლდა (ქალთა C1 200-მეტრიან დისტანციაზე ოლიმპიურ ლიცენზიას მხოლოდ პირველ ადგილზე გასული სპორტსმენი იღებდა).

მარიამ ქერდიკაშვილს ტოკიოს საგზურისთვის ბრძოლის შანსი მომავალ კვირას, რუსეთის ქალაქ ბარნაულშიც მიეცემა.

GEONOC.ORG.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117255