ფეხბურთი

20:30 | 12.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიპციგმა" ფორსბერგს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

შვედეთის ეროვნული ნაკრების შემტევმა ემილ ფორსბერგმა "ლაიპციგთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ფორსბერგი "ლაიპციგში" 2015 წელს "მალმიოდან" გადავიდა. მას შემდეგ შვედმა გერმანული გუნდის მაისურით 211 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 47 გოლი და 56 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სათამაშო წელს 29 წლის ემილმა 38 მატჩში თავი ცხრა გოლით და ექვსი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111217