ფეხბურთი

21:58 | 12.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერხი რობერტო ტრავმირებულია

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" მცველი სერხი რობერტო ტრავმირებულია. როგორც "ბლაუგრანას" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელს მარჯვენა ფეხის კუნთი აწუხებს. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დაუბრუნდება რობერტო მოედანს.

სერხიმ "ლევანტესთან" ფრედ (3:3) დასრულებულ შეხვედრაში მოედანზე მეორე ტაიმში გავიდა, თუმცა მატჩი ბოლომდე დაზიანების გამო ვერ დაასრულა. მიმდინარე სეზონში სერხიმ 19 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ერთი გოლი და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.116543