ფეხბურთი

16:00 | 12.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანისთვის სეზონი დასრულდა, მაგრამ ევრო 2020-ზე ითამაშებს

იტალიური „მილანის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მიმდინარე სეზონში ვერ ითამაშებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

ზლატანმა ტრავმა „იუვენტუსთან“ მატჩში მიიღო და „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ უკვე დაადასტურა, რომ ის „ტორინოსთან“ (დღეს) და „კალიარისთან“ (კვირას) შეხვედრებში მოედანზე ვერ გავა. იბრა ვერც სეზონის ბოლო ტურში „ატალანტასთან“ ითამაშებს.

თუმცა, ევროპის ჩემპიონატზე მისი თამაში საეჭვო არ არის. 39 წლის შვედმა 14 ივნისამდე გამოჯანმრთელება უპრობლემოდ უნდა მოასწროს. სწორედ მაშინ ჩაატარებს შვედეთი პირვე მატჩს ევროფორუმზე სევილიაში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ.

ამავდროულად, „მილანი“ იბრაჰიმოვიჩის ალტერნატივას ეძებს. შვედი მიმდინარე სეზონში ხშირად ტრავმიანობს და მომდევნო სეზონში მას ღირსეული შემცვლელი სჭირდება. ამ ეტაპზე იტალიელები ორ ვარიანტზე წერენ - ფლორენციის „ფიორენტინას“ სერბ ბომბარდირ დუშან ვლაჰოვიჩსა და „ჯენოას“ შემტევ ჯანლუკა სკამაკაზე.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 27 შეხვედრაში 17 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113114