ფეხბურთი

13:44 | 12.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთის სუპერლიგა ბოლო ტურის წინ: სამივე სტამბოლურ გრანდს ჩემპიონობის შანსი აქვს

თურქეთის სუპერლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ჩემპიონობისთვის სამი გუნდი იბრძვის - „ბეშიქთაში“, „გალათასარაი“ და „ფენერბახჩე“.

სამივე სტამბოლური გუნდი ჩართულია ბრძოლაში და წინ საინტერესო ტური გველოდება. „ბეშიქთაშს“ და „გალათასარაის“ 81-81 ქულა აქვთ, „ფენერს“ კი 79. ბოლო ტურში „არწივები“ „გიოზთეფეს“ შეხვდებიან, „ლომები“ „მალათიასპორს“, ხოლო „ფენერბახჩე“ „ქაისერისპორს“ დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ „ბეშიქთაშმა“ ბოლო ორ ტურში მარცხი განიცადა, მათ შორის, „გალათასარაისთან“ (1:3), რის შედეგადაც, სიტუაცია დაიძაბა და თურქული ფეხბურთის გრანდები ტიტულისთვის ბოლო ტურამდე იბრძოლებენ, რომელიც 15 მაისს გაიმართება.

ცნობისთვის, თურქეთის სუპერლიგიდან გავარდა საბა ლობჟანიძის „ანკარაგიუჯუ“, რომელსაც სავარაუდოდ, ქართველი შემტევი დატოვებს. საბამ მიმდინარე სეზონში 36 მატჩში თავი 3 გოლით და 8 საგოლე პასით გამოიჩინა.

ლევან შენგელიას „ქონიასპორი“ მე-11 ადგილზეა და ცხადია საფრთხე არ ემუქრება, ლევანმა 33 თამაშში 5 გოლი და 3 შედეგიანი პასი მიითვალა. ვატო არველაძის „კარაგიუმრიკი“ კი ბოლო ტურის წინ მერვე პოზიციაზეა, ქართველმა 16 თამაში ჩაატარა, მაგრამ შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა.

0.11332