ფეხბურთი

18:55 | 11.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედოს" პირველი გამარჯვება სეზონში

ქუთაისის „ტორპედოს“ მოუგებელი სერია დასრულდა და შოთა ბაბუნაშვილის გუნდმა საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლო ადგილს თავი დააღწია.

მე-13 ტურში „ტორპედო“ უშუალო კონკურენტ „თელავს“ ესტუმრა და 4:0 გაანადგურა. მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველივე ტაიმში გადაწყდა, როდესაც მასპინძელთა კარში გოლები ირაკლი ძარიამ და დმიტრი რეკიშმა გაიტანეს.

მეორე ნახევარში ქუთათურთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და გაიზარდა. ჯერ ოთარ კვერნაძემ გამოიჩინა თავი, ხოლო წერტილი ალეკო ჩაკვეტაძემ დასვა და გამაანდგურებელი ანგარიში დააფიქსირა - 0:4.

როგორც ვთქვით, „ტორპედომ“ მიმდინარე სეზონში პირველად მოიგო და 10 ქულით მერვე ადგილამდე აღზევდა, ხოლო მეორეს მხრივ „თელავი“ 8 ქულით ბოლო ადგილზე დაქვეითდა. კახელებმა პირველ ტურში იმარჯვეს და მას შემდეგ უკვე 12 ტურია გამარჯვება არ მოუპოვებიათ. მომდევნო შეხვედრას „თელავი“ „დინამო თბილისთან“ გამართავს, „ტორპედო“ კი „დილას“ უმასპინძლებს.

„თელავი“ – „ტორპედო“ 0:4 (0:2)

გოლები: 0:1 ძარია (27), 0:2 რეკიში (41), 0:3 კვერნაძე (60), 0:4 ჩაკვეტაძე (88)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120394