სხვა

12:25 | 11.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯის ვერ აჯობა და მეორე მარცხი განიცადა

ნაცუ ბაშოს მე-3 საშეჯიბრო დღეს მარცხი განიცადა ლევან გოგრაძემ. ქართველი სუმოისტი მე-7 მაეგაშირა ტაკარაფუჯის დაუპირისპირდა და ოშიდაშის ილეთით წააგო.

ეს ტოჩისა და იაპონელის 23-ე დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსი ლევანის მხარესაა - 13 მოგება და 10 მარცხი.

გორგაძეს წლის მესამე სუპერტურნირზე 1 მოგების საწინააღმდეგოდ 2 მარცხი აქვს. მისი მომდევნო მეტოქე კი მე-6 მაეგაშირა ჰიდენოუმი იქნება, რომელსაც აქამდე ერთხელ შეხვედრია და მისი დამარცხება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115398