ფეხბურთი

0:04 | 11.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი ორ თამაშს გამოტოვებს

იტალიური „მილანის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმირებულია და მინიმუმ ორ თამაშს გამოტოვებს. ამის შესახებ Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება.

ზლატანმა ტრავმა ტურინის „იუვენტუსთან“ მატჩში მიიღო, მუხლი დაიზიანა და მეორე ტაიმში შესაცვლელი გახდა. მასზე დაკვირვება გაგრძელდება, მაგრამ თითქმის გამორიცხულია, რომ „ტორინოსთან“ და „კალიარისთან“ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღოს.

სავარაუდოდ, ევროპის ჩემპიონატზე თამაშის საკითხი საფრთხის ქვეშ არ დადგება და ვეტერანი შვედი ევროფორუმზე მონაწილეობას მიიღებს. მიმდინარე სეზონში იბრაჰიმოვიჩმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 27 მატჩში 17 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104521