ფეხბურთი

19:21 | 10.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

კუმანი: "პრეზიდენტი მენდობა და მომდევნო სეზონშიც აქ ვიქნები"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი მომავალზე არ ღელავს და ფიქრობს, რომ დაკავებულ პოსტს მომდევნო სეზონშიც შეინარჩუნებს. ნიდერლანდელის განცხადებით, მას პრეზიდენტი ენდობა.

„პრეზიდენტმა ნდობა პირველივე დღიდან გამომიცხადა. არ ვნერვიულობ, ორწლიანი კონტრაქტი მაქვს გაფორმებული და მომდევნო სეზონშიც ჩემს თავს აქ ვხედავ. პრეზიდენტთან შევთანხმდი,რომ სეზონის ბოლოს ვისაუბრებთ. ახლა სეზონის ფინალური ნაწილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი მომავალი“, - თქვა კუმანმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ ლა ლიგაში სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე მესამე ადგილზეა და ლიდერ მადრიდის „ატლეტიკოს“ 2 ქულით ჩამორჩება.

0.150423