ფეხბურთი

16:06 | 10.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" სერია A-დან მოკვეთა ემუქრება

ტურინის „იუვენტუსს“ სერია A-დან მოკვეთა ემუქრება. იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ თუ ტურინული გრანდი სუპერლიგაზე უარს არ იტყვის, სერია A-ს მომდევნო სეზონში თამაშის უფლებას ავტომატურად დაკარგავს.

„ვიმედოვნებ, რომ ეს დავა შეიძლება მოგვარდეს, რაც შეიძლება მალე. დავიღალეთ ამ სამ კლუბსა და უეფას შორის მუდმივი ჩხუბით. იმედი მაქვს, შევძლებ „იუვენტუსსა“ და უეფას შორის მოდერატორის როლის შესრულებას. ეს არაა კარგი საერთაშორისო ფეხბურთისთვის, იტალიური ფეხბურთისთვის და თვითონ „იუვენტუსისთვის.

უკვე ვთქვით, რომ ფეხბურთის ფედერაცია პატივს სცემს წესებს, რომელიც ნათელია. თუ მომდევნო სეზონის რეგისტრაციის მომენტში „იუვენტუსი“ ისევ იქნება სუპერლიგის ნაწილი, სერია A-ში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ეს სამწუხარო ამბავი იქნება გულშემატკივრებისთვის, მაგრამ წესები წესებია და ყველას ეხება", - განაცხადა გრავინამ.

შეგახსენებთ, სუპერლიგას ამ დროისთვის „იუვენტუსის“ გარდა, „ბარსელონა“ და „რეალი“ არ ტოვებენ. ამ კლუბებს უეფა ევროტურნირებიდან მინიმუმ 2-წლიან დისკვალიფიკაციასაც განიხილავს.

0.119273