ფეხბურთი

19:21 | 9.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერმა“ „ასტონ ვილა“ დაამარცხა

ბირმინგემში, „ვილა პარკის“ სტადიონზე, პრემიერლიგის 35-ე ტურის მატჩი გაიმართა, „ასტონ ვილამ“ „მაჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა.

24-ე წუთზე, ცხრიანში შესანიშნავი დარტყმით ანგარიში მასპინძელმა ბერტრან ტრაორემ გახსნა, თუმცა შესვენების შემედეგ სტუმრების ჯერი დადგა: ბრუნუ ფერნანდეშმა (პენალტით), მეისონ გრინვუდმა და ედინსონ კავანიმ სამჯერ დაამწუხრეს ბირმინგემელები.

ბოლოსკენ მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ. მსაჯმა 85-ე წუთზე ოლი უოტკინსი გააძევა.

„მანჩესტერმა“ ამ ტურის შემდეგ 70 ქულა მოაგროვა და 10 პუნქტით ჩამორჩება ლიდერ „სიტის,“ თუმცა თამაშით ნაკლები აქვს.

„ასტონ ვილა“ კი 48 ქულით ცხრილში მეთერთმეტეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119323