სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

14:40 | 9.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

სეუ ჟოზე მარადიულ ქალაქში
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მე თუ მკითხავთ, 11 წლის შემდეგ ჟოზე მოურინიოს იტალიაში დაბრუნება და “რომაში“ მისვლა 2021 წლის ერთ-ერთი მთავარი სპორტული მოვლენაა. 2010 წელს იტალიიდან მოურინიო ჭეშმარიტად დიდი ტრიუმფატორის სახელით წავიდა, რადგან მაშინ მილანის “ინტერს“ ორჯერ სკუდეტო მოაგებინა, ამას მიაყოლა იტალიის თასი და რაც მთავარია მილანელთათვის საოცნებო ჩემპიონთა ლიგის თასიც შემოატარა მრავალჭირნახული “ჯუზეპე მეაცას“ სარბენ ბილიკებზე.

ვერავინ დადებს თავს, რომ სეუ ჟოზე პრობლემებში ჩაძირულ “რომას“ უსწრაფესად უშველის და ესოდენ მონატრებულ ტიტულებს ჩაახუტებს, მაგრამ იმის თქმა კი აქედანვე შეგვიძლია, რომ მარადიულ ქალაქში უხიაგი პორტუგალიელი მხოლოდ პიცისა და ლაზანიას საჭმელად არ ჩასულა და ლონდონში ერთმანეთის მიჯრით თავსდატეხილი წარუმატებლობების შემდგომი რეაბილიტაციისთვის აპენინელი “მგლები“ და “სტადიო ოლიმპიკო“ საუკეთესო ადგილია, სადაც კლუბის პრეზიდენტიც გვერდში დგომას ჰპირდება და “რომას“ ჯიბესავსე მფლობელებმა ეგებ ინებონ და ახლა მაინც იყიდონ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც მოურინიოსაც გამოადგება და ხელფასის მოლოდინში უქმად არ წამოიდრანგებიან, რასაც რომაელთა ამჟამინდელი შემადგენლობის თითქმის ნახევარზე მეტი აკეთებს.

და მაინც, რას მოუტანს იტალიაში დაბრუნებული ჟოზე მოურინიო “რომას“ რომაელ ქომაგებს და პირველყოვლისა საკუთარ თავს?!...

1. მსოფლიოში ცნობილი საფეხბურთო მიმომხილველების ყურადღება გადავა რომზე და “რომაზე“, რაც ამ კლუბისთვის პოპულარობის ზრდასთან ერთად დამატებით შემოსავალსაც ნიშნავს.

2. მოურინიო ცნობილი მოტივატორია და იგი სავარაუდოდ რწმენას დაუბრუნებს ფეხბურთელებს, რომლებიც ბოლო წლებში გადამწყვეტ მატჩებში მუდმივად მარცხდებიან. საკუთარი თავის რწმენის გაჩენის გარეშე კი, არათუ ტიტულების მოგება, ერთ მატჩში გამარჯვებაც რთულია.

3. ჟოზეს აქვს სურვილი და ამბიცია, რომ დაამტკიცოს ლონდონის “ტოტენჰემიდან“ მისი “უპარდონოდ“ გაგდების უსამართლობა და არასწორობა. მისი ხასიათიდან გამომდინარე, მოურინიო თავს არ დაზოგავს წარმატებისათვის, რადგან როგორც ჩანს, ესოდენ ტიტულმრავალ კაცს ზოგისთვის (ამ შემთხვევაში პირველყოვლისა ინგლისელებისთვის) ბევრი რამ ჯერ ისევ დასამტკიცებელი აქვს.

4. უნდა ვიცოდეთ, რომ “რომა“ მოურინიოსთვის არის ერთ-ერთი უკანასკნელი შანსი, რომ “მოაკეტინოს“ მოკრიტიკეებს, რომლებიც ბოლოს დროს ხშირად ამბობენ, რომ ჟოზეს ილეთები, ფანდები და ხერხები მოუძველდა და ახლა უკვე ყველა მწვრთნელმა ისწავლა თუ როგორ უნდა დაუპირისპირდნენ პორტუგალიელი სპეციალისტის გაწვრთნილ გუნდებს.

5. ბოლო იტალიური კლუბი, რომელმაც მთავარი ევროტურნირი მოიგო, სწორედ ჩვენს მიერ უკვე ხსენებული, ჟოზეს დამოძღვრილი მილანის “ინტერია“. თუ ეს შედეგი მოურინიომ სასწაულებრივად “რომაშიც“ გაიმეორა, ჩათვალეთ, რომ ეს კაცი წარუშლელად დარჩება აპენინურ ფეხბურთში დიდი სტრატეგოსების სახელების გვერდით, რაც იტალიის მდიდარი საფეხბურთო ისტორიიდან გამომდინარე წარმოუდგენლად რთული საქმეა. სხვა თუ არაფერი, ცნობილი “კატენაჩო“ სწორედ იტალიური სამწვრთნელო სკოლის აზროვნების ნაყოფია (რითაც იტალიელები დღემდე ამაყობენ) და ამ ქვეყანაში უცხოელისთვის დიდი მწვრთნელის სახელის დაგდება განუსაზღვრელად დიდი მიღწევა იქნება.

6. ჟოზე მოურინიო მორწმუნე კათოლიკეა, რომელიც როგორც იქნა მიუახლოვდა ყველა კათოლიკესთვის ესოდენ ფასეულ ადგილს - ვატიკანს და მთავარ სულიერ მამას - რომის პაპს. არც ესაა უმნიშვნელო ამბავი და რწმენაში გაძლიერებული უჟმური პორტუგალიელი ცხოვრებასთან არასოდეს დაყრის ფარ-ხმალს! ან როდის დაუყრია?!..

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.110051
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X