ფეხბურთი

13:03 | 9.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი "სიტისთან" გამარჯვებაზე: "ეს შედეგი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე გავლენას არ მოახდენს"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა „მანჩესტერ სიტისთან“ (2:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, ეს შედეგი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე გავლენას არ მოახდენს.

„მეორე ტაიმში დიდებულად ვითამაშეთ. პირველი ნახევარი მეტ-ნაკლებად თანაბარი იყო, მაგრამ ბოლო ხუთ წუთში თამაში თითქმის წავაგეთ. პენალტი რომ გაეტანათ, ყველაფერი დამთავრდებოდა და თამაშში დაბრუნების შანსი არ გვექნებოდა. თუმცა, შოკირებული ვარ გუნდის რეაქციით, მეორე ტაიმით. „ეტიჰადზე“ სამი ქულის მოპოვებას ცოტა იღბალი სჭირდება, საგოლე მომენტების გამოყენება და მსაჯის მხრიდან სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ვულოცავ ჩემს გუნდს ამ გამარჯვებას.

გამარჯვება თავდაჯერებას გვანიჭებს, მაგრამ ეს შედეგი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე გავლენას არ მოახდენს. ფინალი უნიკალური მატჩია, ვერ იწინასწარმეტყველებ რა მოხდება. კარგად უნდა მოვემზადოთ, გვექნება მომენტები და მათაც ექნებათ მომენტები. მოედანზე გავალთ იმის ცოდნით, რომ შეგვიძლია „სიტის“ ძლევა, ეს არის ის, რაც ახლა გვაქვს და რაც არ შეიცვლება სტამბოლში თამაშის დაწყებამდე“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალი 29 მაისს გაიმართება. „ჩელსიმ“ ბოლო სამ კვირაში „მანჩესტერ სიტი“ ორჯერ დაამარცხა (პრემიერლიგასა და ინგლისის ასოციაციის თასზე). „ჩელსი“ პრემიერლიგაში 64 ქულით მესამე ადგილზეა და უკან „ლესტერ სიტი“ მოიტოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111416