ფეხბურთი

20:50 | 8.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ „ატლეტიკოს“ უგოლოდ დაუზავდა

ესპანური პრიმერას 35-ე ტურის მატჩში „ბარსელონამ“ „ატლეტიკოს“ უმასპინძლა და უგოლოდ დაშორდა.

„ატლეტიკოს“ გატანის მეტი შანსი ჰქონდა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მასპინძელთაგან კი ლეო მესის შეეძლო თავის გამოჩენა. საბოლოოდ ფრე - 0:0.

„ატლეტიკო“ 77 ქულით ლიდერობს გათამაშების ცხრილს, „ბარსელონამ“ 75 ქულა მოაგროვა და მეორე საფეხურზე დგას, მესამეზე - 74 ქულით „რეალია,“ რომელიც კვირას „სევილიას“ მასპინძლობს და თუ გაიმარჯვა, გალიდერდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114012