ავტოსპორტი

23:24 | 8.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ჰამილტონმა მე-100 პოულ პოზიცია მოიპოვა

ლუის ჰამილტონ გახდა ფორმულა 1-ის პირველი პილოტი, ვინც პოულ პოზიციაზე მეასედ დადგება. მან ეს მიღწევა ბარსელონაში, ესპანეთის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლაში გამარჯვებით დააფიქსირა. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა მთავარ კონკურენტს, მაქს ფერსტაპენს 0.036 წამით აჯობა.

5082 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ჰამილტონმა თავის კარიერაში პირველი პოული მოიგო. ეს 2007 წელს, კანადის დიდ პრიზზე მოხდა. და ეს ჰამილტონის მეექვსე რბოლა იყო ფორმულა ერთში. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, თუ 22 წლის ბიჭი ამდენს მიაღწევდა.

შედარებისთვის, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერს 68 პოულ პოზიცია აქვს მოპოვებული, აირტონ სენას ანგარიშზე კი 65 პოულია. გარდა ამისა, ჰამილტონს იმაზე ორჯერ მეტი პოული აქვს, ვიდრე ორგზის ჩემპიონ ჯიმ კლარკს, ოთხგზის ჩემპიონ ალენ პროსტს და 1992 წლის ჩემპიონ ნაიჯელ მენსელს ჯამში აქვთ დაგროვილი.

„არ მჯერა, რომ ასს მივაღწიეთ. ეს ყველაფერი, ჩვენ გუნდს და მისი საწარმოს თანამშრომლების - მამაკაცების და ქალების შრომის შედეგია. ისინ ყოველთვის ცდილობენ თამასის კიდევ უფრო მაღლა აწევას. მათთან ერთად მუშაობა, ოცნების რეალობად ქცევაა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პირველი პოული მოვიპოვე“, - განაცხადა ჰამილტონმა.

მეორე ადგილით კმაყოფილია ფერსტაპენი, ვინც ჰამილტონს 8 ქულით ჩამორჩება: „კარგი წრე გავიარე. მეორე წრეზე რაღაც ისე არ წავიდა. მაგრამ დღეს მეორე ადგილი ძალიან კარგია ჩვენთვის. ვიცი, რომ მათი დამარცხება ძნელი იქნება. მთავარია, ახლოს ვიყო. იმედია, კარგი რბოლა გვექნება“.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლის რბოლის დასაწყისში, თანაგუნდელ ნიკო როსბერგთან შეჯახების შემდეგ, ბარსელონაში ჰამილტონი დაუმარცხებელია. მისი შანსი ამჯერადაც მაღალია, რადგან ბარსელონას ტრეკზე, ყველაზე ხშირად პოულზე მდგარი პილოტები იგებენ. ასე მოხდა ბოლო 30-დან 22 რბოლაში.

ესპანეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1'16.741
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.036
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 0.132
  4. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 0.769
  5. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 0.839
  6. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.879
  7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 0.881
  8. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 0.960
  9. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1.269
  10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1.406
  11. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1.233
  12. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1.241
  13. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1.338
  14. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1.615
  15. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 2.413
  16. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1.815
  17. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 2.176
  18. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 2.376
  19. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 2.478
  20. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 3.066
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115923