სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

19:30 | 8.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ზედიზედ მეცხრე "ვერცხლის სინი" - "ბაიერნი" გერმანიის ჩემპიონია
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მიუნხენის „ბაიერნი“ გერმანიის ჩემპიონი ზედიზედ მეცხრედ გახდა. ჰანს-დიტერ ფლიკის გუნდმა „ვერცხლის სინი“ უთამაშებლად გაიფორმა, მას მერე, რაც მისი უახლოესი მდევარი „ლაიფციგი“ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ დამარცხდა.

იულიან ნაგელსმანის გუნდი დორტმუნდში 0:2 მარცხდებოდა, მერე ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ საბოლოდ მაინც „ყვითლებმა“ მოიგეს - 3:2. სხვათა შორის, სეზონის დასრულების შემდეგ ნაგელსმანი სწორედ „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს დაიკავებს. „რეკორდმაისტერი“ 2012-2013 წლების სეზონიდან უცვლელად ხდება ჩემპიონი და ისტორიაში 31-ე „ვერცხლის სინი“ მოიპოვა.

"ბაიერნმა" 32-ე ტურის მატჩი "გლადბახთან" ჩემპიონის რანგში ჩაატარა და დიდებული განწყობით მეტოქეს 6 უპასუხო გოლი გაუტანა! ჰეთ-თრიქი შეასრულა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელსაც ბუნდესლიგაში 39(!) გოლი დაუგროვდა მიმდინარე სეზონში, რაც არანომრალური შედეგია. პოლონელს კარიერაში ბუნდესლიგაში უკვე 201 გოლი აქვს გატანილი. "ბაიერნს" კი 74 ქულა აქვს და რომც ვერ მოეგო, "ვერცხლის სინი" მაინც მოპოვებული ჰქონდა.

თავის მხრივ, „დორტმუნდმა“ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად მორიგი ნაბიჯი გადადგა და „აინტრახტს“ 2 ქულით გადაასწრო, მაგრამ ფრანკფურტელები 32-ე ტურის მატჩს კვირას, „მაინცთან“ შინ ჩაატარებენ და გამარჯვების შემთხვევაში კონკურენტს ისევ უკან მოიტოვებენ.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.137043
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X