ფეხბურთი

12:45 | 8.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფლორენ ტოვენი მექსიკურ გუნდში გადავიდა

ფრანგული „მარსელის“ ფეხბურთელი ფლორენ ტოვენი კარიერას მექსიკაში, „ტიგრესის“ შემადგენლობაში გააგრძელებს. მექსიკელებმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს.

აღსანიშნავია, რომ ტოვენი „ტიგრესს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მას ევროპული კლუბებიდანაც ჰქონდა წინადადებები, მაგრამ მექსიკაში წასვლა არჩია და 28 წლის შემტევი სეზონში 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

„ტიგრესში“ კიდევ ერთი ფრანგი ფეხბურთელი პიერ-ანდრე ჟინიაკი ირჯება და გუნდის ლიდერია.

მიმდინარე სეზონში ტოვენმა „მარსელის“ მაისურით 42 მატჩში 8 გოლის გატანა და 10 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108787