ფეხბურთი

20:24 | 7.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩების შემდეგ, ფეხბურთელების ასპარეზობიდან გამომდინარე სიმბოლური ნაკრები შეადგინა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მეტი, 6 წარმომადგენელი ჰყავს "რომას", თუმცა იტალიური გუნდი ორმატჩიან სერიაში "მანჩესტერ იუნაიტედთან" დამარცხდა და ფინაში ვერ გავიდა.

სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: დავიდ დე ხეა ("მანჩესტერ იუნაიტედი");

მცველები: რიკ კარსდორპი ("რომა"), პაბლო მარი ("არსენალი"), რაულ ალბიოლი ("ვილიარეალი"), კირან ტირნი ("არსენალი");

ნახევარმცველები: ბუკაიო საკა ("არსენალი"), ბრიან კრისტანტე ("რომა"), ლორენცო პელეგრინი ("რომა"), პედრო როდრიგესი ("რომა");

თავდამსხმელები: ედინსონ კავანი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ედინ ჯეკო ("რომა");

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122495