ფეხბურთი

19:25 | 7.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად მაჰრეზი დაასახელეს

ალჟირის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" შემტევი რიად მაჰრეზი გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

მაჰრეზს კონკურენციას რუბენ დიასი, ნ`გოლო კანტე და კაი ჰავერცი უწევდნენ. "პარი სენ ჟერმენთან" მოგებულ (2:0) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში დუბლი შეასრულა. მიმდინარე სეზონში რიადმა ყველა ტურნირზე ჯამში 45 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 14 გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117424