ფეხბურთი

15:55 | 7.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ: "იბრას სურს მოიგოს საკუთარი თავისთვის, მე - „ინტერისთვის“

მილანის „ინტერის“ შემტევმა რომელუ ლუკაკუმ „ინტერზე“ და მისი კლუბის ჩემპიონობის პლუსებზე ისაუბრა. მან ასევე კომენტარი ზლატან იბრაჰიმოვიჩზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ სერია A-ს დონე რომ გაიზარდოს, შვედი ფეხბურთელის დონის მოთამაშეების როლი ძალიან დიდია. ლუკაკუმ ჟოზე მოურინიოს „რომაში“ გადასვლაც გამოჰყო და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ სეზონში ამ კონკურენციის ფონზე იტალიის ჩემპიონი კვლავ „ინტერი“ გახდება.

„როდესაც „ინტერში“ გადავედი, ჩემს თავს ვუთხარი: ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ კლუბმა ტიტულის მოპოვება მოახერხოს. „ინტერმა“ რთული წლები გამოიარა და მას დიდი ხანი არაფერი ჰქონდა მოგებული.

ჩვენი გუნდის ყველა მოთამაშე ამ სეზონში ძალიან გაიზარდა. იმედი მაქვს, რომ ეს პროგრესი დაგვეხმარება ახალი თასების მოგებაში. იტალიის ჩემპიონატი ეკუთვნის გუნდს, კლუბს, გულშემატკივრებს. მე მხოლოდ ის ვარ, ვინც ეხმარება მათ გამარჯვებაში, რადგან ყოველთვის ვასრულებ მწვრთნელის მითითებებს.

იბრაჰიმოვიჩი? ის შესანიშნავი მოთამაშეა, მან ყველა კლუბში მოიგო, რომელშიც ითამაშა. 500-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. სერია A-ს მისი დონის მოთამაშეები ნამდვილად სჭირდება. თუმცა, იბრას სურს მოიგოს საკუთარი თავისთვის, მე კი - „ინტერისთვის“. ახლა „რომას“ ჟოზე მოურინიო ჰყავს. ეს ყველაფერი იტალიისთვის ძალიან კარგია, რადგან ლიგის დონე იზრდება, იმედი ვიქონიოთ, რომ ამ კონკურენციის ფონზე „ინტერი“ კვლავ ჩემპიონი გახდება”, - თქვა ბელგიელმა ფორვარდმა.

შეგახსენებთ, რომ ლუკაკუმ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 41 შეხვედრა ჩაატარა და 27 გოლის გატანა მოახერხა, „ნერაძური“ კი 11-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102985