ფეხბურთი

15:24 | 7.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერში" ფინანსური კრიზისია და ზარალი 200 მილიონს აჭარბებს

მილანის „ინტერში“ ფინანსური კრიზისია. იტალიური მედიის ინფორმაციით, კლუბის წარმომადგენლებს პრეზიდენტი სტივენ ჟანგი შეხვდა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„ნერაძურის“ ზარალი მიმდინარე სეზონში უკვე 200 მილიონ ევროს აჭარბებს და კლუბის ხელმძღვანელობას ხარჯების შემცირება მოუწევს. მოსალოდნელია, რომ ფეხბურთელებს ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოუწევთ, რაც სეზონის მიმდინარეობისას უკვე მოხდა.

Sky Sport-ი წერს, რომ ზაფხულში მილანელებს მაღალი დონის ფეხბურთელების დამატებაც გაუჭირდებათ, რადგან ფინანსური რესურსი გუნდს პრაქტიულად აღარ აქვს და ანტონიო კონტე შემადგენლობას ვერ გააძლიერებს. გარდა ამისა, შეიძლება კლუბს რამდენიმე წამყვანი მოთამაშის გაყიდვაც მოუწიოს.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონი „ინტერმა“ წარმატებით ჩაატარა და 11-წლიანი პაუზის შემდეგ ისტორიაში მე-19-ედ გახდა იტალიის ჩემპიონი.

თეგებიინტერი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115656