ფეხბურთი

19:50 | 6.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" "მანჩესტერს" სანჩოს სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო მოსთხოვა

ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ შემტევის ჯეიდონ სანჩოს შეძენას აპირებს. ბრიტანული მედიის ცნობით, გერმანელებმა ინგლისელებს ნიჭიერი ფეხბურთელი შეუფასეს.

„დორტმუნდი“ სანჩოს ტრანსფერში 90 მილიონ ევროს ითხოვს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ გერმანელებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ სანჩოსთან ჯენტლმენური შეთანხმება აქვთ და მას სასურველი წინადადების მიღების შემთხვევაში აუცილებლად შეელევიან.

თუმცა, რამდენად აპირებს „მანჩესტერი“ ინგლისელში 90 მილიონი ევროს გადახდას, ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, ჯეიდონ სანჩო „მანჩესტერ სიტის“ აკადემიის აღზრდილია. „დორტმუნდში“ კი 2017 წლიდან დღემდე 133 მატჩში 46 გოლის გატანა მოახერხა.

0.139993