ფეხბურთი

14:50 | 6.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

კარაგერი: „ახლა გასაგებია, რატომ უნდათ ესპანურ კლუბებს ასე დაჟინებით სუპერლიგა“

„ლივერპულის“ ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კი ტელეექსპერტი, ჯეიმი კარაგერი, ამბობს, რომ ესპანური კლუბების ლტოლვა სუპერლიგისკენ, ინგლისური კლუბების სიძლიერის შედეგია.

„თუკი სუპერლიგის ისტორიას დავუბრუნდებით, ახლა, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალი ინგლისური იქნება („სიტი“ – „ჩელსი“), ცხადი ხდება, რატომ უნდათ ესპანურ კლუბებს ასე დაჟინებით სუპერლიგის შექმნა. ისინი პრემიერლიგას კონკურენციას ვეღარ უწევენ. ეს არა მარტო ფეხბურთის დონეს, არამედ ფინანსებს და მწვრთნელებსაც ეხება. აბა ნახეთ ვინ მუშაობს ინგლისში: გვარდიოლა, კლოპი, ტუხელი...

პრემიერლიგა არის ადგილი, სადაც მთელ ევროპას სურს საქმიანობა.“ - ციტირებს კარაგერის სიტყვებს CBS Sports.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117028