სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:08 | 6.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

მესამედ ისტორიაში: ჩემპიონთა ლიგის ფინალი ინგლისური იქნება
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონში ინგლისური ფინალი იქნება და „მანჩესტერ სიტი“ ლონდონის „ჩელსის“ დაუპირისპირდება. „არისტოკრატებმა“ მადრიდის „რეალს“ „სტემფორდ ბრიჯზე“ დამსახურებულად მოიგეს და სტამბოლში თამაშის უფლება მოიპოვეს.

მადრიდში, ერთი კვირის წინ გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს, ხოლო ლონდონში „ჩელსი“ დომინანტი იყო და გამარჯვება არ გასჭირვებია. „რეალს“ ორი შანსი ჰქონდა პირველ ტაიმში, ორჯერვე კარიმ ბენზემა ემუქრებოდა მასპინძელთა კარს და ორჯერვე მენდიმ დიდებულად ითამაშა, მაგრამ მეტი ზინედინ ზიდანის გუნდს პრაქტიკულად არაფერი შეუქმნია და გამარჯვების შანსი არ ჰქონია.

„ჩელსი“ პირიქით - შეტევაში ძალიან სწრაფად, ორგანიზებულად და საინტერესოდ გადადიოდა. რომ არა ტიბო კურტუა, რიგ შემთხვევებში უიღბლობა, ტომას ტუხელის გუნდი აუცილებლად უფრო დიდი სხვაობით მოიგებდა. თუმცა, 2:0-იცსავსებით საკმარისია იმისთვის, რომ „ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიაში მესამედ და 2012 წლის შემდეგ პირველად გავიდეს, როცა ასევე პირველად მოიგო ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირი.

ანგარიში ტიმო ვერნერმა პირველი ტაიმის შუაწელს გახსნა და მატჩის მიწურულს მეისონ მაუნტმა სხვაობა გააორმაგა. ტუხელის გუნდმა შესანიშნავი თამაში აჩვენა და მეტოქეს შანსი არ მისცა. ვთქვათ, რომ ტუხელს არასდროს წაუგია ინგლისური კლუბების წინააღმდეგ, არასდროს წაუგია ზინედინ ზიდანის წინააღმდეგ და ზედიზედ მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში! გერმანელმა შარშან ეს პსჟ-სთან ერთად გააკეთა, მაგრამ იქ „ბაიერნთან“ წააგო და ვნახოთ, რა იქნება ახლა „მანჩესტერ სიტისთან“. ისიც უნდა ითქვას, რომ ტუხელი პირველი მწვრთნელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზედიზედ ორჯერ სხვადასხვა გუნდით გავიდა (პსჟ და "ჩელსი").

მოგეხსენებათ, „სიტი“ პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „ჩელსიზე“ უკვე ვთქვით, რომ ეს მესამე ფინალი იქნება. ასევე მესამედ მოხდება, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური წმინდა ინგლისური იქნება: 2008 წელს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ჩელსის“ პენალტების სერიაში მოუგო, ხოლო 2019 წელს „ლივერპულმა“ „ტოტენჰემს“ აჯობა.

29 მაისს სტამბოლის „ათათურქზე“ პეპ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტი“ ტომას ტუხელის „ჩელსისთან“ ევროპის საკლუბო ჩემპიონის ტიტულისთვის ითამაშებს. სხვათა შორის, "ჩელსი" სტამბოლში ბოლო ორ წელიწადში მეორედ ჩავა ფინალის სათამაშოდ - 2019 წელს, ევროპის სუპერთასზე "ლივერპულთან" წააგო და ახლაც ინგლისურ მეტოქესთან მოუწევს ტიტულისთვის, ოღოდ უფრო მნიშვნელოვანი ტიტულისთვის ბრძოლა...

„ჩელსი“ – „რეალი“ 2:0 (1:0)

ლონდონი, „სტემფორდ ბრიჯი“

„ჩელსი“ (3-4-2-1): მენდი; კრისტენსენი, ტიაგო სილვა, რუდიგერი; ასპილიკუეტა (ჯეიმსი 88), კანტე, ჟორჟინიო, ჩილველი; მაუნტი (ზიეჩი 89); ჰავერტცი (ჟირუ 90), ვერნერი (პულიშიჩი 67)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

„რეალი“ (3-5-2): კურტუა; მილიტაო, სერხიო რამოსი, ნაჩო; ვინისიუსი (ასენსიო 63), მოდრიჩი, კაზემირო (როდრიგო 76), კროოსი, მენდი (ვალვერდე 63); ბენზემა, აზარი (მარიანო დიასი 89)

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

გოლები: 1:0 ვერნერი (28), 2:0 მაუნტი (85)

გაფრთხილება: ჟორჟინიო (14), კრისტენსენი (39), მაუნტი (88) - სერხიო რამოსი (37), ნაჩო (62), კროოსი (72), ვალვერდე (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 6 (5) ბურთის ფლობა: 36%-64% კუთხურები: 1:3 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.192622
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X