ფეხბურთი

23:15 | 5.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედის" და "ლივერპულის" დაპირისპირება 13 მაისს გაიმართება

"მანჩესტერ იუნაიტედის" და "ლივერპულის" გადადებული 34-ე ტურის მატჩი 13 მაისს გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC Sport-ი ავრცელებს. აღნუშნული გუნდების დაპირისპირება პრემიერლიგაში გასულ კვირას უნდა გამართულიყო, თუმცა "წითელი ეშმაკების" გულშემატკივრებმა მატჩი ჩაშალეს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ორი დღით ადრე "ლესტერს" დაუპირისპირდება, ხოლო "ლივერპული" "ვესტ ბრომვიჩს" გეგმისამებრ, 36-ე ტურში 16 მაისს შეხვდება. სატურნირო ცხრილში ულე გუნარ სულშერის გუნდი მეორე ადგილზეა, ხოლო იურგენ კლოპის შეგირდები მეშვიდე პოზიციაზე არიან და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის.

0.11015