ფეხბურთი

21:09 | 5.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ ანჩელოტის შედეგი გააუმჯობესა

ესპანელმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ჩატარებული მატჩების რაოდენობით კარლო ანჩელოტის შედეგი გააუმჯობესა. როგორც Opta იუწყება, გვარდიოლას გაწვრთნილმა გუნდებმა პლეი ოფებში 63 მატჩი ჩაატარეს და პეპმა კარლოს რეკორდი (62) გააუმჯობესა.

პლეი ოფებში მოგებული მატჩების მხრივ კი გვარდიოლა ლიდერია, ესპანელის გუნდებმა 35 გამარჯვება მოიპოვეს. ბოლო მოგება პეპის გაწვრთნილმა "მანჩესტერ სიტიმ" შინ "პარი სენ ჟერმენთან" მოიპოვა (2:0). ინგლისურ კლუბებამდე კი ესპანელი "ბარსელონას" და მიუნხენის "ბაიერნს" წვრთნიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117661