ფეხბურთი

20:13 | 5.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფატი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და "ბარსელონას" შემტევი ანსუ ფატი ოპერაციას გაიკეთებს. აღნიშნული ინფორმაცია Marca-მ გაავრცელა. ესპანური გამოცემის ინფორმაციით, ფატიმ ვარჯიშზე მუხლის არეში კვლავ იგრძნო დისკომფორტი და როგორც გაირკვა სარეაბილიტაციო პროცესი წარმატებით არ წარიმართა და ფეხბურთელმა ოპერაცია აუცილებლად უნდა გაიკეთოს.

აღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე, ფატის ევროპის ჩემპიონატის და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამოტოვება მოუწევს. მიმდინარე სეზონში ანსუმ მხოლოდ ათი შეხვედრის ჩატარება მოასწრო, სადაც ხუთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. ეროვნულ ნაკრებში 18 წლის ფეხბურთელს დებიუტი 2020 წელს ჰქონდა და ოთხ შეხვედრაში ერთხელ გამოიჩინა თავი.

0.15737