ფეხბურთი

18:20 | 5.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის ბოლო ორ ტურში მატჩებს ფანები დაესწრებიან

ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ორი ტური გულშემატკივრებით ჩატარდება. ლიგამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა და სეზონის ბოლო 20 თამაშს ფანები დაესწრებიან.

37-ე და 38-ე ტურში მატჩებზე დასწრება მხოლოდ მასპინძელი კლუბების გულშემატკივრებს შეეძლებათ და ცხადია, რეგულაციების დაცვითა და შეზღუდული რაოდენობით.

შეგახსენებთ, პრემიერლიგის 37-ე ტური 18-19 მაისს, ხოლო ბოლო, 38-ე ტური 23 მაისს გაიმართება.

0.11586