ფეხბურთი

13:26 | 5.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო: "ჩვენი მიზანია მბაპე და ნეიმარი შევინარჩუნოთ"

"პარი სენ ჟერმენის" სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ განაცხადა, რომ მათი მიზანია გუნდის ლიდერები შეინარჩუნონ, მათ შორის, ნეიმარი და კილიან მბაპე, რომელთა შესახებ ბევრი საუბარია.

ბრაზილიელის აზრით, პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მხოლოდ მცირე დეტალები აკლია და „მანჩესტერ სიტისთან“ მარცხი მხოლოდ ეპიზოდებმა გადაწყვიტა.

„ყველასთვის რთული ორი სეზონი იყო. შარშან ფინალში გავედით და „ბაიერნთან“ თანაბრად ვითამაშეთ. წელს ოთხი ტაიმიდან ორში მეტოქეზე უკეთესი ვიყავით და ეპიზოდების გამო დავზარალდით, მაგალითად, გავუშვით გოლი, როდესაც ბურთი ცოცხალ კედელში გაძვრა და ჩაწოდების გამო, როდესაც ბურთი ბადეში აღმოჩნდა.

გვინდა, რომ გუნდის ბირთვი შევინარჩუნოთ, რადგან ძირითად გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები დიდი გამოცდილებით: მარკინიოსი, ვერატი, კიმპემბე, მბაპე, ნეიმარი, იკარდი. ეს არის მყარი საფუძველი და კარიერაში კიდევ ბევრს გააკეთებენ. პსჟ მივიდა იქამდე, სადამდეც გვინდა და მხოლოდ ბოლო დეტალები გვაკლია, რაც ჩემპიონთა ლიგის მოსაგებადაა საჭირო“, - თქვა ლეონარდომ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113755