ფეხბურთი

12:55 | 5.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "მოურინიოს წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ არა ჩემს წინააღმდეგ"

მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბევრ საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. იტალიელმა სპეციალისტმა „ინტერთან“ ერთად ჩემპიონობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის იმ გუნდის გულშემატკივარია, რომელსაც ავარჯიშებს.

მან კომენტარი ჟოზე მოურინიოს „რომაში“ დანიშვნაზეც გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში იტალიის ნაკრების გაწვრთნის შესაძლებლობა კიდევ მიეცემა.

„სკუდეტოს მოგება დიდი სიხარული იყო ფეხბურთელებისთვის, ჩემთვის, კლუბისთვის და ტიფოზებისთვის. ოჯახთან ერთად აღვნიშნე, ახლა ველოდები ფეხბურთელებთან და გულშემატკივრებთან აღნიშვნას.

„ინტერი“ ჩემს გულში შემოვიდა? იმ მომენტში, როდესაც გუნდის მწვრთნელი ვხდები, მისი პირველი გულშემატკივარი ვარ. ცხადია, რომ მე „ინტერისთვის“ ვიბრძოლებ ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ. უფრო მეტად „ნერაძურო“ ვარ თუ „ბიანკონერო“? ყოველთვის ვრჩები იმ გუნდის დიდ გულშემატკივრად, სადაც ვმუშაობდი. შესაბამისად, მე ვარ „არეცოს“, „ლეჩეს“, „ბარის“ გულშემატკივარი, ისევე, როგორც „იუვენტუსის“ და „ჩელსის“.

მოურინიოს იტალიაში დაბრუნება კარგი ამბავია ყველასთვის, მას საუკეთესოს ვუსურვებ, გარდა იმ შემთხვევსა, როდესაც ჩემს წინააღმდეგ ითამაშებს. მას დიდ პატივს ვცემ, ჩვენს შორის დიდი კონკურენციაა. რონალდუ თუ ლუკაკუ? რონალდუ ჩემპიონია, რომელმაც დაამტკიცა თავისი ღირებულება, აქვს უფრო მაღალი სტატუსი, მაგრამ ლუკაკუსაც გააჩნია შესაძლებლობა, რომ მართლაც რაღაც მნიშვნელოვანი შექმნას.

მომავალი? ახლა სკუდეტოთი ვტკბები, შემდეგ იქნება დრო, რომ სიტუაცია შევაფასოთ, პრეზიდენტთან და მენეჯერებთან ერთად, ძალიან მშვიდი გზით, რომ „ინტეირსთვის“ საუკეთესო გზა ავირჩიოთ. იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს, მომავალში ისევ ვიქნები იტალიის ნაკრების მწვრთნელი“, - განაცხადა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტემ სკუდეტო 11-წლიანი პაუზის შემდეგ მოაგებინა და მან დაასრულა „იუვენტუსის“ ჰეგემონია, რომელიც 9 წელი გრძელდებოდა და თვითონ დაიწყო, როდესაც ტურინული გრანდი 2011-2014 წლებში ზედიზედ სამჯერ გააჩემპიონა და შემდეგ იტალიის ნაკრები ჩაიბარა. მას ასევე წარმატებული კარიერა ჰქონდა „ჩელსიში“, რომელიც 2016-2017 წლების სეზონში ინგლისის ჩემპიონი გახადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.167746