ფეხბურთი

11:37 | 5.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ჩემპიონთა ლიგის მოგება რთულია, წვრილმანების გამო შეიძლება გავარდე"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „პარი სენ ჟერმენთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტი ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2011 წლის შემდეგ და კარიერაში მესამედ გავიდა. მისი განცხადებით, ამ ტურნირის მოგება ურთულესია და წვრილმანებს დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ეს გამარჯვება ყველას და მთელ კლუბს ეკუთვნის. ძალიან ამაყი ვარ, ჩემი პირველი ფიქრები უკავშირდება ფეხბურთელებს, რომელიც მოედანზე არ იყვნენ. ყველამ დაიმსახურა თამაში, ყველამ თავისი წვლილი შეიტანა და დროა წარმატებით ვისიამოვნოთ. ახლა პრემიერლიგაში ჩემპიონები უნდა გავხდეთ და 2-3 კვირა გვექნება ფინალისთვის მოსამზადებლად.

პირველ ტაიმში მეტოქის პრესინგის გამო გაგვიჭირდა, მეორე ტაიმში შევცვალეთ თამაში, უფრო ხშირად ვაკონტროლებდით ბურთს და ზოგადად, უკეთესად ვმოქმედებდით. ორი მატჩის ჯამში 4:1 მოვუგეთ გუნდს, რომელმაც გააგდო „ბარსელონა“ და „ბაიერნი“ - ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს.

ისინი ლიგა 1-ში ყოველთვის ჩემპიონები ხდებიან, მზად არიან მოსაგებად და ბოლომდე იბრძოლეს. ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ მთელი გუნდით ვიბრძოლეთ და ფინალში გავედით. ხალხის აზრით, ფინალში გასვლა ადვილია, მაგრამ ეს 4-5 წლის შრომის შედეგია. ყოველდღე ეს ბიჭები ერთი და იგივე დონეზე მუშაობენ და ეს საოცარია. ჩემპიონთა ლიგიდან შეიძლება წვრილმანების გამო გავარდე. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რადგან ჯონ ტერი პენალტის დარტყმის დროს წაიქცა და მანამდე „ბაიერნს“ ბოლო წუთებში მოუგო. მადრიდის „რეალმა“ „ატლეტიკოს“ 93-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგო. ამ ტურნირის მოგება ძალიან რთულია და ცაზე ვარსკვლავებს შორის კავშირი რაღაც კავშირშია“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ „პარი სენ ჟერმენი“ ორი მატჩის ჯამში 4:1 (2:1, 2:0) დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ისტორიაში პირველად გავიდა.

0.115119