ფეხბურთი

11:01 | 5.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური მედია: გიორგი მამარდაშვილი კარიერას ზაფხულში ესპანეთში გააგრძელებს

თბილისის „ლოკომოტივის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი სავარაუდოდ კარიერას ესპანეთში, „ვალენსიას“ მეორე გუნდში „მესტალიაში“ გააგრძელებს. lavozdelpuchades.com-ის ინფორმაციით, კლუბმა „დინამო თბილისთან“, რომელსაც მამარდაშვილის სატრანსფერო უფლებები ეკუთვნის, შეთანხმებას უკვე მიაღწია.

გამოცემის ცნობით, „მესტალიას“ უნაი ეჩებარია და ემილიო ბერნარდი დატოვებენ და მეკარის პოზიცია გასაძლიერებელი აქვთ.

მამარდაშვილი ესპანეთში ზაფხულში იჯარით გადაბარგდება და „ვალენსიას“ მისი გამოსყიდვის უფლება ექნება, მაგრამ არასავალდებულო. გამოცემა იმასაც წერს, რომ სარეზერვო გუნდში თამაშის გარდა, 20 წლის გიორგი „ვალენსიას“ მთავარ გუნდთან ივარჯიშებს და შესაძლოა, იქაც მიეცეს თამაშის შანსი, რადგან მომავალ სეზონში „ღამურების“ მესამე მეკარე იქნება.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია და „ლოკომოტივში“ მეორე სეზონია იჯარით თამაშობს. მარტის სანაკრებო პერიოდში ის ვილი სანიოლს საქართველოს ნაკრებშიც ჰყავდა გამოძახებული.

0.115006