ავტოსპორტი

3:44 | 5.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენი: იმედია, ალგარვეში დაბრუნება აღარ მომიწევს

პორტუგალიის დიდ პრიზზე მეორე ადგილის დაკავების შემდეგ, მაქს ფერსტაპენმა განაცხადა, რომ ალგარვეს ტრეკზე დაბრუნების სურვილი არ აქვს. „რედ ბულის“ პილოტის თქმით, ტრასის ასფალტს დაბალი ჩაჭიდება აქვს და ამის გამო, რბოლით სიამოვნება ვერ მიიღო.

ალგარვეს ტრეკზე ფორმულა 1-ის რბოლა პირველად გასულ სეზონში ჩატარდა და რბოლის წინ, ახალი ასფალტი დააგეს. როგორც წესი, ახალი ასფალტი კარგი ჩაჭიდებით არ გამოირჩევა. მაგრამ როგორც ფერსტაპენი ამბობს, სიტუაცია არც რამდენიმე თვის შემდეგ გაუმჯობესებულა.

სკაი სპორტსთან საუბრისას, ჰოლანდიელი დასძენს, რომ მოუთმენლად ელის ბარსელონას რბოლას, რომელიც ამ უქმეებზე გაიმართება.

„ალგარვეზე ჩაჭიდება არ ვარგა და ამის გამო, რბოლით ვერ ვისიამოვნე. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ აქ დაბრუნება აღარ მოვიწევს. ბარსელონა კარგია, აქ ფ1-ის მანქანებისთვის კარგი ტრეკია. აქ ვნახავთ, გუნდებმა რამდენად შეძლეს განვითარება პირველი რბოლის შემდეგ“, - ამბობს ფერსტაპენი.

ის დასძენს, რომ ახალი საფარის დაგებამდე, ალგარვეს ტრეკი ძალიან მოსწონდა და ამბობდა, რომ ეს მისი ფავორიტი ტრასაა. „რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი ადასტურებს, რომ გუნდის ლიდერი ტრასით უკმაყოფილოა. თუმცა დასძენს, რომ იგივე სიტუაციაში სხვებიც არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117024