ფეხბურთი

12:26 | 4.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

კავანი: „მნიშვნელოვანია, შენს მერე რაღაც კარგი დატოვო“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ურუგვაელი შემტევი, ედინსონ კავანი, კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ჟურნალისტებს ესაუბრა და ახალგაზრდა ფეხბურთელების დასახმარებლად მზადყოფნა გამოხატა.

„აქ იმისთვის გადმოვედი, რომ ბოლომდე დავიხარჯო. თავს არ ვზოგავ არც თამაშისას და არც ვარჯიშისას.

თუკი ახალგაზრდა ფეხბურთელი ვარჯიშის დროს მოვა და რაიმე რჩევას მკითხავს, გამიხარდება. არის გამოცდილებიდან მოსული წვრილმანები, რომელიც მათ ძალიან გამოადგებათ.

ყოველთვის ვცდილობ, გუნდს განვითარებაში დავეხმარო. მნიშვნელოვანია, შენს მერე რაღაც კარგი დატოვო.“ - ამბობს 34 წლის კავანი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111876