ავტოსპორტი

13:51 | 4.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჩემპიონატი აღმართის დაძლევში 8 მაისს გაიმართება

საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით 8 მაისს დილის 12:00 საათიდან ამლევი-ორბეთის მიმდებარე ტერიტორიაზე სტარტს აიღბს საქართველოს ჩემპიონატი აღმართის დაძლევში 2021. პირველი ეტაპი სახელწოდებით „ბირთვისის ბრძოლა“.

ავტომობილები ტექნიკურ დათავარიელებას გაივლიან 7 მაის სპორტ კომპლექს არენას ავტოსადგომზე. ხოლო 8 მაისს უშუალოდ სპეც მონაკვეთზე, შეჯიბრების ფარგლებში ორი სავარჯიშო და სამი ჩათვლითი რბოლა გაიმართება . გამარჯვებული რბოლების შედეგების მიხედვით გამოვლინდება.

მსგავსი პრინციპის შეჯიბრებისას ავტომობილების მიზანი განსაზღვრული მონაკვეთის მაქსიმალურად სწრაფად და უშეცდომოდ დაფარვა არის. ჩემპიონატი საერთო ჯამში 5 ეტაპისგან შედეგება. ორგანიზატორებისა და ავტომრბოლელების მთავარი მიზანი ქუჩის რბოლების შეჯიბრებაში გადატანა არის, რომელიც უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით იმართება და ხელს უწყობს სპორტის განვითარებას.

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით მაყურებელი დაიშვება, მხოლოდ კოვიდ 19-ის შესაბამისი რეგულაციების დაცვით. ადგილზე იქნება სსსფ-ს პარტნიორი „ემერჯენსი სერვისი“, რომელიც დამსწრეებს შეამოწმებს და მათ უსაფრთხოებაზე იზრუნებს.

სპეციალურად განსაკუთრებული სანახაობისთვის - ევროკრედიტის ,,სწრაფი ფულის" ზონა, სადაც ყველაზე სწრაფი მრბოლელი 1000₾-ს მიიღებს საჩუქრად. ასევე , მოეწყობა გასართობი სივრცეები, კვებისა და საპიკნიკე ზონა, მუსიკა. სიურპრიზი იქ მოსული მაყურებლისათვის: ყველაზე იღბლიანი 15 დამსწრე მიიღებს შანსს „სწრაფი ფულის“ ზონაში „გაასეირნონ“ Drift Car-ით Top მრბოლელებმა.

შეჯიბრის მხარდამჭერი და თანაორგანიზატორია Euro Credit - ევრო კრედიტი. ხოლო გენერალური მედიაპარტნიორი ყველაზე დიდი ავტოპორტალი Myauto.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137523