ფეხბურთი

11:52 | 4.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ბორუსია“ მზადაა სანჩო 100 მილიონად გაყიდოს

დორტმუნდის „ბორუსიის“ ხელმძღვანელობა წინააღმდეგი არ იქნება, თავისი 21 წლის გარემარბი, ჯეიდონ სანჩო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გაყიდოს, თუკი რომელიმე კლუბი მასში 100 მილიონ ევროს გადაიხდის.

სანჩო „დორტმუნდის“ დატოვებას გასულ სეზონშიც ფიქრობდა, მაგრამ მოლაპარაკება ვერ შედგა. მიზეზი ის გახლდათ, რომ დორტმუნდი ინგლისელში 120 მილიონ ევროს ითხოვდა და ცენტს არ აკლებდა. დაინტერესებულ კლუბებს, მათ შორის „მანჩესტერ იუნაიტედსაც,“ ეს თანხა ეძვირებოდათ.

როგორც ჩანს, ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, დორტმუნდელებმა გადახედეს ვითარებას და მაზანდა 100 მილიონამდე დასწიეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115428