ფეხბურთი

1:59 | 4.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდის" ხელმძღვანელი: "რაიოლას შეუძლია ყველაფერი თქვას, ჰოლანდი ჩვენთან რჩება"

დორტმუნდის „ბორუსიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს-იოახიმ ვაცკემ განაცხადა, რომ ერლინგ ჰოლანდის გაყიდვას მომდევნო ზაფხულში არ აპირებენ.

ვაცკეს არ აღელვებს ის ფაქტი, რომ ნორვეგიელის აგენტი მინო რაიოლა საჯაროდ ამბობს, რომ ჰოლანდმა ზაფხულში „დორტმუნდი“ უნდა დატოვოს და ერთ-ერთ გრანდში უნდა გადავიდეს.

„მინო რაიოლას შეუძლია ინტერვიუები ყოველდღე მისცეს გამოცემებს, არ მაღელვებს, ეს ჩვენთვის პრობლემა არ არის. ერლინგ ჰოლანდი მომდევნო სეზონში კვლავ დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელი იქნება“, - თქვა ვაცკემ.

შეგახსენებთ, ერლინგ ჰოლანდი „დორტმუნდში“ 2020 წლის იანვრიდან თამაშობს და გერმანული გუნდის მაისურით 56 მატჩში 53 გოლი აქვს გატანილი.

0.11403