ფეხბურთი

0:01 | 4.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: "ნახევარფინალისგან სიამოვნება უნდა მივიღოთ"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის წინ ისაუბრა. არგენტინელი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს ბრძოლა ელოდება და მზად უნდა იყვნენ.

„ფეხბურთში რთულია წინასწარ რამე განჭვრიტო. ფაქტია, ფინალში საუკეთესო გუნდები გადიან და ჩვენთვის ეს თამაში დიდი გამოწვევაა. განსაკუთრებულ ზეწოლა არ არსებობს, პსჟ ნახევარფინალში ასე ხშირად არასდროს გადიოდა, ამიტომ თამაშით უნდა ვისიამოვნოთ და ეს ერთადერთი გზაა ფინალში გასასვლელად.

მბაპე? ჯერ არ ვიცით იქნება თუ არა, ხელმისაწვდომი ხვალინდელ მატჩში. მისი მდგომარეობა თამაშამდე შეფასდება და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ. ითამაშებს თუ არა კილიანი, ამის მიუხედავად პსჟ-ს აქვს ხარისხი, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს და ჰყავს ფეხბურთელები, რომელთაც საქმის კარგად გაკეთება შეუძლიათ. აგრესიულად უნდა ვითამაშოთ, რადგან ორი გოლი გვაქვს გასატანი. წინ ბრძოლა გველოდება და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ“, - თქვა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, პსჟ-ს „მანჩესტერ სიტი“ ისტორიაში არასდროს დაუმარცხებია - 4 მატჩი, 2 ფრე და 2 წაგება. ნახევარფინალის საპასუხო მატჩი 4 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება, პირველი თამაში საფრანგეთში ინგლისურმა კლუბმა 2:1 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131171