ფეხბურთი

17:46 | 3.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

აპრილში საუკეთესო: "რუბინის" ფანების 90%-მა ხმა კვარაცხელიას მისცა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „რუბინის“ საუკეთესო ფეხბურთელი გახდა აპრილის თვეში. ყაზანელთა ვებგვერდზე გამოკითხვა რამდენიმე დღე გრძელდებოდა და ხვიჩას ხმების 90% ერგო!

20 წლის ფეხბურთელმა გასულ თვეში 3 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა. „რუბინმა“ სამივე თამაში მოიგო და მათ შორის, „სოჭისთან“ ხვიჩას გამარჯვების გოლით (1:0).

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩას ანგარიშზე რუსეთის პრემიერლიგაში ჩატარებულ 23 შეხვედრაში 4 გოლი, 4 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120088