ფეხბურთი

15:51 | 3.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ახალ კონტრაქტზე შეთანხმება თუ ვერ შედგება, ლევანდოვსკი შესაძლოა პრემიერლიგაში გადავიდეს

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ შესაძლოა კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს. როგორც ცნობილი გახდა, პოლონელი ფეხბურთელის აგენტი „ბაიერნთან“ ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებას ცდილობს, მაგრამ თუ შეთანხმება ვერ შედგება, შეიძლება პრემიერლიგაში გადავიდეს.

32 წლის თავდამსხმელს „რეკორდმაისტერთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ლევანდოვსკის „ბაიერნიდან“ შესაძლო წასვლაზე 2019 წელს აქტიურად იწერებოდა, მაგრამ მაშინ პოლონელი ფორვარდი „ალიანს არენაზე“ დარჩა.

რომელი კლუბებიდან აქვს ლევანდოვსკის შეთავაზება, ეს ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარე სეზონში პოლონელმა ვარსკვლავმა „ბაიერნის“ მაისურით ჩატარებულ 37 მატჩში 43 გოლს გატანა მოახერხა, ხოლო 2014 წლიდან 326 შეხვედრაში თავი 288-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11215