ფეხბურთი

14:29 | 3.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

კრიშტიანუ როანლდუ სეზონის დასრულების შემდეგ „იუვენტუსის“ დატოვებას არ გეგმავს. ინფორმაციას Sportmediaset-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა იტყობინება, კრიშტიანუს თავის მომავალთან დაკავშირებით გეგმები უკვე დალაგებული აქვს.

რონალდუს სურს, რომ ტურინში კონტრაქტის ამოწურვამდე, 2022 წლის ზაფხულამდე დარჩეს. მას უნდა, რომ ხელშეკრულებას პატივი სცეს. გარდა ამისა, „მანჩესტერ იუნაიტედს“, რომელსაც ფეხბურთელს უკავშირებენ, მსგავსი ოპერაციის განსახორციელებლად ახლა ფინანსური რესურსი არ აქვს და კიდევ ერთი დაბრკოლება რონალდუს მიერ სპონსორებთან არსებული კონტრქტებია.

პორტუგალიელი სავარაუდოდ, მომდევნო სეზონსაც „ბებერ ქალბატონში“ გაატარებს, ხოლო შემდეგ მისი სურვილია, რომ კარიერის ბოლო ორი სეზონი მშობლიურ ლისაბონის „სპორტინგში“ გაატაროს, სადაც დიდებული კარიერა დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ 2018 წლიდან თამაშობს და შავ-თეთრი მაისურით დღემდე 99 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124765